სასწავლო პროექტის გეგმა
სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი მზევინარ ბაღდავაძე
მე-6 კლასისათვის
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
პროექტის სათაური-,,ჭაბუკები დარჩნენ
მარად,,
პროექტის მიზანი: ლადო ასათიანის,მირზა
გელოვანისა და სხვა ახალგაზრდა შემოქმედთა გახსენება,მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება
მათი პოეზიის მიმართ,გემოვნების დახვეწა, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროექტი ეძღვნება ამ ახალგაზრდებად დარჩენილ შემოქმედთა
დაბადების 100 წლის თარიღს.
პროექტის
მიმდინარეობის აღწერა;
პროექტი გაგრძელდება ორი თვის მანძილზე: 2018 წლის 7
მარტიდან 8 მაისამდე.შევისწავლით ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის,გიორგი ნაფეტვარიძის,სევერიან
ისიანის, ვლადიმერ უბილავასა და ალექსანდრე საჯაიას ბიოგრაფიებსა და ნაწარმოებებს.კვირაში ერთხელ,
სამშაბათობით, მეექვსე კლასის მოსწავლეებს ამ საკითხებზე ჩაუტარდებათ დამატებითი გაკვეთილი,მიეცემათ
დავალებები მომდევნო კვირისათვის.ბოლოს ჩავატარებთ შემაჯამებელ გაკვეთილს და ქალაქის
ცენტრში ე.წ. ,,დედის ძეგლთან,, წარმოვადგენთ ლიტერატურულ კომპოზიციას, გადავიღებთ
ფოტოებსა და ავტვირთავთ სკოლის ვებგვერდზე.
სამუშაო გრაფიკი:
1.ლადო ასათიანის ბიოგრაფიის გაცნობა- შესწავლა. 7 მარტი
2ლადო ასათიანის ლექსების კითხვა,საუბარი და მსჯელობა. 20 მარტი
3.მირზა გელოვანის ბიოგრაფიისა და წერილების გაცნობა. 27 მარტი
4.მირზა გელოვანის ლექსების კითხვა და მსჯელობა. 3 აპრილი
5. გიორგი ნაფეტვარიძის ბიოგრაფიისა და ლექსების გაცნობა.
10 აპრილი
6. ომში დაღუპული პოეტების სევერიან ისიანის, ვლადიმერ
უბილავასა და სხვათა რჩეული
ლექსების გაცნობა. 17 აპრილი
7. ალექსანდრე საჯაიას ცხოვრება და შემოქმედება.24 აპრილი
8. დასკვნითი გაკვეთილი -მოსწავლეთა მიერ მცირე რეფერატების
წარმოდგენა
და სლაიდების გამოყენება. 1 მაისი
9. დედის ძეგლთან ლიტერატურული კომპოზიციის წარმოდგენა.
8 მაისი
Комментариев нет:
Отправить комментарий