суббота, 26 мая 2018 г.

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი ,გვარი, პირადი ნომერი:  მზევინარ  ბაღდავაძე  37001015748
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური , კლასი -III საფეხური, X კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა-18
გაკვეთილის თემა: შოთა რუსთველის ბიოგრაფია
გაკვეთილის მიზანი; პოეტის ბიოგრაფიული ცნობების შესწავლა.
       ახალი ინფორმაციების გაგება- გააზრების უნარების განვითარება. შესწავლითი კითხვის უნარის განვითარება.
სტანდარტი:X 5,10 მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების სტრატეგიების გამოყენება. იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: შესწავლით კითხვას , გაცნობით  კითხვას და სხვა. მოინიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან მნიშვნელოვან ციტატებს.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო. წთ
1
კლასის ორგანიზაცია, მისალმება, გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების  გაცნობა.
საუბარი
მთელი კლასი
შეფასების კრიტერიუმების ცხრილი.
3 წთ.
2
Aფაზა გამოწვევის ფაზა  გაკვეთილი იწყება კითხვებით. მასწავლებელი სვამს  კითხვებს. მოსწავლეები პასუხობენ. კითხვები: 1 რომელ საუკუნეში ცხოვრობდა შოთა რუსთაველი? 2 ვის მიუძღვნა  მან თავისი უკვდავი პოემა? 3 რა იცით პოეტის ბიოგრაფიის შესახებ?        

გონებრივი იერიშის მეთოდი
მთელი კლასი

6 წთ.
3
B ფაზა  
ცოდნის კონსტრუირება. მასწავლებელი გადმოსცემს პოეტის ბიოგრაფიას.
მინი ლექცია
მთელი კლასი

10 წთ.
4
მასწავლებელი უჩვენებს კლასს სლაიდებს, თან საუბრობს მათ შესახებ.     
ვიზუალური მასალის ჩვენება, საუბარი
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი
5 წთ.
5
სახელმძღვანელოში არსებული მასალის შესასწავლად კლასი იყოფა სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს  ტექსტის მესამედი ნაწილი წასაკითხად და კლასის წინაშე წარსადგენად.

ჯგუფური მუშაობით ტექსტის დამუშავება
შესწავლითი    კითხვა
ჯგუფური
 სახელმძღვანელო,  კალამი, საწერი ფურცელი
8 წთ.
6
C ფაზა
რეფლექსია
მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს: 1რას ნიშნავს სიტყვა ,,რუსთველი“? 2 სად გვხვდება პირველად სახელი ,,შოთა“? 3 რა ადასტურებს იმას, რომ შოთა   რუსთველი თამარის თანამედროვეა? 4
რა აკავშირებდა პოეტს ჯვრის მონასტერთან?
5რომელმა მეცნიერებმა  აღმოაჩინეს რუსთველის პორტრეტი პალესტინაში?
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური

8 წთ.
7
შევაფასებ მოსწავლეებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით



3 წთ.
8
საშინაო დავალება: სპეციალურ ლიტერატურაში( ნელი რუხაძის ,,შოთა რუსთაველი სკოლაში“)მოიძიონ ხალხური გადმოცემები შოთა რუსთაველზე.



2 წთ.

მისაღწევი შედეგები ;შედეგი თვალსაჩინოა, როცა მოსწავლე  ყურადღებით ისმენს და იმახსოვრებს მნიშვნელოვან ფაქტებს, იძლევა შეკითხვებს ,ალაგებს და აანალიზებს მასალას, შესწავლითი კითხვისას ამოიწერს ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს ,იძლევა სწორ და დამაჯერებელ პასუხებს.

მოგესალმებით.

მე ვარ  მზევინარ ბაღდავაძე ,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.  ვმუშაობ  სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლაში. მაქვს პედაგოგიური მუშაობის  46 წლის სტაჟი. ვარ უფროსი მასწავლებლი. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩემს ბლოგზე.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი ,გვარი, პირადი ნომერი:   მზევინარ   ბაღდავაძე   37001015748 საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა...